ვაჟა გაფრინდაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით, გაფრინდაშვილს ადმინისტრაციული სახდელის სახით 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. დღევანდელ სხდომაზე ვაჟა გაფრინდაშვილმა მოსამართლის აცილება მოითხოვა, ვინაიდან ის სანქცირებულია. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქმე არ აიცილა. ვაჟა გაფრინდაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის ადმინისტრაციული სახდელის გადახდას არ აპირებს, მეტიც, ის საქმეს სტრასბურგის სასამართლოში წაიღებს, რადგან "საქმე პრინციპებს ეხება".