ნონა ქურდოვანიძე - მზია ამაღლობელის პოზიცია უცვლელია, ის მოითხოვს, რომ ციხეში დააბრუნონ - როგორც მას აქვს ინფორმაცია, დღეს იგეგმება დამატებითი კვლევების ჩატარება - Palitra News

ნონა ქურდოვანიძე - მზია ამაღლობელის პოზიცია უცვლელია, ის მოითხოვს, რომ ციხეში დააბრუნონ - როგორც მას აქვს ინფორმაცია, დღეს იგეგმება დამატებითი კვლევების ჩატარება

2025-02-10 15:34:59+04:00

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი 30 დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელი სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით კლინიკა ვივამედში იმყოფება. ის დღეს საიას თავმჯდომარემ მოინახულა. ნონა ქურდოვანიძემ ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მედიასთან ისაუბრა. ამაღლობელის პატიმრობასა და პროტესტის უკიდურეს ფორმაზე აქტიურად საუბრობენ პოლიტიკოსებიც. როგორია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა.