პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გარე ძალების ჩარევის აღმოფხვრასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნას აანონსებს. პარალელურად "ხალხის ძალის" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს რომ უცხოური ქვეყნების ელჩებთან დაკავშირებით საკანონმდებლო დონეზე ბევრი რამ შეიცვლება. მომდევნო ორი თვის განმავლობაში "ქართული ოცნება" მორიგი შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებისთვის ემზადება რომლის ერთ-ერთი მთავარი ადრესატი მედიაა. მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ და უკვე მიღებულ შეზღუდვებს კი რეპრესიულს უწოდებენ ოპოზიციაში. რა განცხადებები კეთდება საკითხზე პოლიტიკურ სპექტრში.