სერბეთში სტუდენტებმა პირველ ნოემბერს მომხდარი უბედური შემთხვევიდან 100 დღის გასვლასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართეს და ავტომაგისტრალები გადაკეტეს. მოქალაქეები პირველ ნოემბერს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რა დროსაც ახალგარემონტებულ სადგურზე ბეტონის ჭერი ჩამოინგრა და 15 ადამიანი იმსხვერპლა, მთავრობის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ. გაფიცულმა სტუდენტებმა დედაქალაქში, ბელგრადში საკვანძო ხიდი და ქალაქში შესასვლელი გზატკეცილები გადაკეტეს. მოქალაქეებს ეჭირათ ბანერები, რომლებზეც დაღუპული ადამიანების სახელები და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით ლოზუნგები ეწერა. დემონსტრანტებმა მსვლელობა მოაწყეს, შემდეგ კი მდინარეში 15 თეთრი ვარდი ჩაყარეს, რომლებიც წითლად იყო შეღებილი. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ტრაგედიის მიზეზი სამთავრობო კორუფცია და ნეპოტიზმი გახდა, რის გამოც ნაგებობა უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით არ იყო აგებული. მმართველი კოალიცია ბრალდებას უარყოფს.