„ბიბისის“ ინფორმაციით, ეგზიტპოლის თანახმად, კოსოვოს მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნებში ხმების უმრავლესობას აიღებს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობას ვერ მოიპოვებს. კოსოვოს ადგილობრივი მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრ ალვინ კურტის პარტია ხმების 42 პროცენტს მიიღებს, რაც 120-ადგილიან პარლამენტში 47 მანდატს ნიშნავს. პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ მთავარი ოპონენტები „კოსოვოს დემოკრატიული ლიგა“ და „კოსოვოს დემოკრატიული პარტია“ არიან, რომელიც კოსოვოს გამათავისუფლებელი არმიის ყოფილი მებრძოლების მიერაა დაფუძნებული. 2021 წლის არჩევნებში ალბინ კურტის პარტიამ, „თვითგამორკვევის მოძრაობამ“ 120-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. თუ მმართველი პარტია ამჯერად უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებს, არჩევნების შემდეგ მას, შესაძლოა, კოალიციური მოლაპარაკებების წარმოება მოუწიოს.