გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და ოპოზიციური „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერ ფრიდრიხ მერცს შორის პირველი ტელედებატები გაიმართა, რომლის დროსაც, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზეც ისაუბრეს. შოლცმა და მერცმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს. შოლცის თქმით, მნიშვნელოვანია, შეერთებულმა შტატებმა ცხადი გახადოს რუსეთისთვის, რომ ის უკრაინას მხარს დაუჭერს. კანცლერის თქმით, უკრაინაში რუსეთის მიერ გამოწვეული ნგრევის გამო ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა. ამასთან, დებატების დროს შოლცმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ უკრაინისთვის TAURUS-ის რაკეტების გადაცემის წინააღმდეგია. მერცის თქმით კი, ის ყოველთვის მხარს უჭერდა რაკეტების მიწოდების შეთანხმებას ევროპელ პარტნიორებთან. მერცმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას საშუალოვადიან პერსპექტივაში მხარს უჭერს, თუმცა ნატოს-თან დაკავშირებული საკითხი ომის დასრულებამდე განხილვის თემა არ არის.