ერთიანი პოლიტიკური შტაბი, კომუნიკაციის 24 საათიანი რეჟიმი და ერთიანი საარჩევნო სია - ასეთია გეგმა რომელსაც ბარიერგადალახულ ოპოზიციურ ძალებს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე სთავაზობს. მისი განცხადებით, ერთიანობა გადამწყვეტია, ამაში კი განსაკუთრებული ფუქნცია სალომე ზურაბიშვილს ეკისრება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ინიციატივას არაერთგვაროვნად აფასებენ სხვა ოპოზიციური პარტიები. მათი ნაწილი ფიქრობს რომ პარტიებს შორის საკმარისი ერთიანობა უკვე არსებობს, საუბარი საერთო საარჩევნო სიაზე კი ამ ეტაპზე ნაადრევი და გაუგებარია.