„ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. მმართველ გუნდში მომდევნო ორი თვის განმავლობაში შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას აანონსებენ რომლის ერთ-ერთი მთავარი ადრესატი მედიაა. ქართული ოცნების წევრები ბრიტანული მოდელის დანერგვას აპირებენ თუმცა ვერ განმარტავენ რას ითვალისწინებს აღნიშნული მოდელი. აღსანიშნავია რომ ქართულმა ოცნებამ უკვე მიიღო აქციებთან დაკავშირებით მთელი რიგი შეზღუდვებიც. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ქართული ოცნების მცდელობების მიუხედავად პროტესტი არ შეჩერდება.