გიორგი ვაშაძე ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს მეტი კორდინაციისკენ მოუწოდებს - Palitra News

გიორგი ვაშაძე ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს მეტი კორდინაციისკენ მოუწოდებს

2025-02-10 09:20:52+04:00

სრული გაერთიანება „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად - გიორგი ვაშაძე ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს მეტი კორდინაციისკენ მოუწოდებს. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი ერთიანი სტრატეგიული შტაბის აუცილებლობაზე საუბრობს, რომლის სათავეშიც სალომე ზურაბიშვილი იდგება. ამბობს, რომ ერთიანობის პრინციპს ამ ეტაპზე გახარია საქართველოსთვის გუნდი არღვევს, რომელიც მისივე თქმით ინდივიდუალურად მოქმედებას ამჯობინებს. გიორგი ვაშაძის განცხადება ურთიერთბრალდებების წინაპირობა გახდა. კოალიცია ცვლილებისთვის წევრი, ნუგზარ წიკლაური ვაშაძეს ნიჰილიზმის დათესვაში ადანაშაულებს. ამ ეტაპზე უცნობია გიორგი გახარიას გუნდის პოზიცია, რომელსაც ბრალს ოპოზიციის ერთიანობის დარხვევაში სდებენ.