ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს - Palitra News

ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს

2025-02-10 09:19:43+04:00

ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევას წინ ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. სამართალდამცავებმა შუა ხნის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. შემთხვევის ადგილზე ღამის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტებიც მუშაობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 19 - 108 -ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.