ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით ახალი საზოგადოებრივი გერთიანება შეიქმნა,- საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა 20 -ზე მეტ ინტერესთა ჯგუფს აერთიანებს. ასამბლეაში აცხადებენ, რომ მათი მიზანი სამართლიანი და დემოკრატიული მმართველობის მოდელის დამკვიდრებაა. გაერთიანებამ პირველი ყრილობა უკვე გამართა. აღინიშნა, რომ პროცესებში რეგიონებში მცხოვრები პირები და ემიგრანტებიც ჩაერთვებიან.