აშშ-ს ფედერალურმა მოსამართლე კარლ ნიკოლსმა USAID-ის თანამშრომლების გათავისუფლების გადაწყვეტილება და სააგენტოს დაშლის გეგმა დროებით დაბლოკა. მოსამართლემ ასევე, შეაჩერა USAID-ის თანამშრომლებისთვის მიცემული 30-დღიანი ვადა. ამ 1 თვეში სააგენტოს თანამშრომლები, აშშ-ის ბიუჯეტის ხარჯზე, სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყვნენ. მოსამართლის გადაწყვეტილება ძალაში 14 თებერვლამდე დარჩება.