ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები კურსკის რეგიონში ისევ შეიყვანა და ამ მიმართულებით ახალი თავდასხმები იყო. ზელენსკის ცნობით, შეტაკების დროს ასობით რუსი და ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაიღუპა. მისივე თქმით, კურსკის რეგიონში 60 000 რუსი ჯარისკაცი იმყოფება.