სლოვაკეთის 50-ზე მეტ ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ლოზუნგით - "სლოვაკეთი ევროპაა" - მომიტინგეები, პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს გადადგომას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები რობერტ ფიცოს პოლიტიკას აკრიტიკებენ და შიშობენ რომ პრორუსი პრემიერი ქვეყნის ევროკავშირიდან და ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან გაყვანას გეგმავს. მომიტინგეები ამბობენ, რომ ხელისუფლება პროტესტის ჩახშობასა და მოსახლეობის დაშინებას ცდილობს.