საგარეჯოში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა - Palitra News

საგარეჯოში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა

2025-02-08 20:41:56+04:00

საგარეჯოში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. შემთხვევა გუშინ, სოფელ ანთოკში მოხდა.ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე 38 წლის მამაკაცს მეგობარმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება