"ქართული ოცნების" ქმედებები "ავტოკრატიის მშენებლობის საყრდენია",- ამის შესახებ განცხადება ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორის მოადგილემ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში გააკეთა. რეიჩელ დენბერის განმარტებით, ქართული ოცნება“ ცდილობს ადამიანის უფლებების კრიზისი გამოიწვიოს და სახეზეა დემონიზების მცდელობა. მისი თქმით, ორგანიზაცია 2024 წლის გაზაფხულიდან აღრიცხავს სპეცრაზმის მიერ დემონსტრანტებზე ძალადობის ფაქტებს და ამ თავდასხმების ხასიათიდან გამომდინარე „ნათელია, რომ თავდასხმები კოორდინირებული იყო. ორგანიზაციის წარმომადგენლის განმარტებით, „ქართული ოცნება“ ნათლად ცდილობს ქვეყანაში ჩაახშოს ოპოზიციური და კრიტიკული ხმები.