ქართული ოცნების მიერ მიღებული მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. აქციებთან დაკავშირებული რეპრესიული შეზღუდვები მოქალაქეებზე გავლენას ვერ იქონიებს - ასეთია უმრავლესობის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ოპოზოციური პარტიების პოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები მმართველი გუნდის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს საპროტესტო აქციებს უკავშირებენ. ამბობენ, რომ ქართული ოცნების მცდელობების მიუხედავად პროტესტი არ შეჩერდება. ოპოზიციური პარტიები ყურადღებას მოქალაქეების ერთიანობაზეც ამახვილებენ და აცხადებენ, რომ შეზღუდვების მიუხედავად შედეგს აუცილებლად მიაღწევენ.განსხვავებული მოსაზრება აქვთ ქართულ ოცნებაში, სადაც მიღებულ ცვლილებებში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ.