ამერიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება - Palitra News

ამერიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება

2025-02-08 20:35:38+04:00

ამერიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება. მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმის ყველა მძევალი და პატიმარი უნდა გათავისუფლდეს, ყველა მოსამართლე და პროკურორი კი ვინც ამ რეპრესიებში იღებს მონაწილეობას, უნდა დასანქცირდეს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში რესპუბლიკელი კონგრესმენი განმარტავს, რომ კრიზისიდან გამოსასვლელად ერთადერთი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა.