ვოლოდიმირ ზელენსკი - კურსკის ოლქში რუსეთის სამეთაურო ცენტრზე დარტყმის შედეგად, 20 ოფიცერი დაიღუპა - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - კურსკის ოლქში რუსეთის სამეთაურო ცენტრზე დარტყმის შედეგად, 20 ოფიცერი დაიღუპა

2025-02-08 16:41:07+04:00

კურსკის ოლქში რუსეთის სამეთაურო ცენტრზე დარტყმის შედეგად, 20 ოფიცერი დაიღუპა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„მითხრეს, რომ სავარაუდოდ, დაღუპულია 20 ოფიცერი. მათ შორის, ჩრდილოეთ კორეელი და რუსი ოფიცრები“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, მრავალკვირიანი პაუზის შემდეგ ათასობით ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი კურსკის ოლქში სამხედრო მოქმედებებს დაუბრუნდა.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში 2,5 კმ-ით წინ წაიწიეს.