ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გიგი წერეთელი აშშ-ს კონგრესში გამართულ უსაფრთხოების ფორუმს დაესწრო, რომელზეც განიხილებოდა აშშ-ს როლი, ევროპაში რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მიერ გატარებულ პოლიტიკაში. როგორც პარტიაში აცხადებენ, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობაზე, ქართული ოცნების რეპრესიულ კანონებსა და პოლიტპატიმრებზე ისაუბრა. მან ასევე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ახალი არჩევნების ჩატარების საჭიროებასა და დასავლეთის მხრიდან მოსალოდნელ სანქციებს. გიგი წერეთელმა ასევე პირისპირი შეხვედრები გამართა კონგრესმენებთან და სენატის კომიტეტების თავმჯდომარეებთან.