საქართველოს პარლამენტმა ,,გახარია საქართველოსთვის გუნდის გარდა , ყველა ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიას მანდატები ოფიციალურად ჩაუხსნა. სწორედ ამიტომ კოალიცია ძლიერი საქართველო გიორგი გახარიას გუნდს მოუწოდებს, დანარჩენი ოპოზიციური პარტიების მსგავსად, უარი თქვას საპარლამენტო მანდატებზე და საკანონმდებლო ორგანოში ქართული ოცნება მარტო დატოვოს. რაც შეეხება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციას, - მათ ბოლო დღეებში არაერთხელ განმარტეს, რომ არ აპირებენ მმართველ პარტიას მანდატების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენების უფლება მისცენ.