ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი 28 დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა. პარალელურად, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. ხელისუფლების ოპონენტები და ჟურნალისტის მხარდამჭერები თანხმდებიან, რომ მოშიმშილე ჟურნალისტი პოლიტიკური პატიმარია. მათი თქმით, არავის მისცემენ უფლებას ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.