ნატალი ლუაზო - ევროკავშირი მხარს უჭერს მზია ამაღლობელს და ყველა მშვიდობიან დემონსტრანტს, ჟურნალისტს და პოლიტპატიმარს, რომელიც უსამართლოდ დააკავეს - Palitra News

ნატალი ლუაზო - ევროკავშირი მხარს უჭერს მზია ამაღლობელს და ყველა მშვიდობიან დემონსტრანტს, ჟურნალისტს და პოლიტპატიმარს, რომელიც უსამართლოდ დააკავეს

2025-02-07 19:28:55+04:00

ევროკავშირი მხარს უჭერს მზია ამაღლობელს და ყველა მშვიდობიან დემონსტრანტს, ჟურნალისტს და პოლიტპატიმარს, რომელიც უსამართლოდ დააკავეს. ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“ევროკავშირი მხარს უჭერს მზიას [ამაღლობელს] და ყველა მშვიდობიან დემონსტრანტს, ჟურნალისტს და პოლიტპატიმარს, რომელიც უსამართლოდ დააკავეს. გვერდში ვუდგავართ ქართველ ხალხს. საქართველო რუსეთი არ არის. საქართველოს ევროპაა,” - წერს ლუაზო.