ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, მის ქვეყანას გამოცდილება აჩვენებს, რომ აშშ-თან მოლაპარაკებები გონივრული არ არის - Palitra News

ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, მის ქვეყანას გამოცდილება აჩვენებს, რომ აშშ-თან მოლაპარაკებები გონივრული არ არის

2025-02-07 16:00:14+04:00

ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, მის ქვეყანას გამოცდილება აჩვენებს, რომ აშშ-თან მოლაპარაკებები გონივრული არ არის..მისი თქმით, ირანმა ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიაღწია შეთანხმებას აშშ-სა და სხვა ქვეყნებთან, მაგრამ ამერიკელებმა, ირანის მრავალი დათმობის მიუხედავად, არ დაიცვეს აღნიშნული შეთანხმება. ღაზიდან პალესტინელი მოსახლეობის მეზობელ არაბულ ქვეყნებში გადაადგილების შესახებ ტრამპის წინადადებაზე საუბრისას ხამენეიმ აღნიშნა, რომ ამერიკელები მსოფლიო რუკას მხოლოდ ქაღალდზე ცვლიან, რადგან ეს რეალობას არ შეესაბამება.