რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული პირების საქმეებს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. სხდომები იმართება, როგორც სისხლის სამართლის კოდექსით ასევე, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირებზე. მათ შორისაა ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, რომელსაც მოსამართლემ გზის გადაკეტვის ბრალდების გამო 5 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. პარალელურად, მიმდინარეობს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელსაც კლინიკა „ვივამედიდან თავად ექსპრეზიდენტი არ ესწრება.