ემზადება თუ არა ოპოზიცია დიდი ერთობისთვის - Palitra News

ემზადება თუ არა ოპოზიცია დიდი ერთობისთვის

2025-02-07 15:36:03+04:00

რამდენად შეძლებენ ოპოზიციური ძალები ერთიანობას იმის ფონზე, რომ კონკრეტული საკითხებზე, მათ შორის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, პარტიები კონსესუსის მიღწევას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. თუმცა თავად ოპოზიციონერთა რიგებიდან გვესმის განცხადებები, რომ ოპოზიციამ უპირობოდ დიდი გაერთიანება უნდა ჩამოაყალიბოს. ერთობა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ საჭიროა ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი სალომე ზურაბიშილთან ერთად შეიკრიბოს და გაერთიანეს საერთო იდეის გარშემო, თუმცა როგორც ცნობილი ხდება, ოთხ ბარიერგადალახულ სუბიექტს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან ერთობლივი შევხედრა 2 თვეა რაც არ ჰქონია. შეძლებენ თუ არა ოპოზიციაში ერთობას საკითხი ახლა ასე დგას?