თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან გაიწმინდა - Palitra News

თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან გაიწმინდა

2025-02-07 09:19:01+04:00

თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან გაიწმინდა. ავტომობილების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, ტექნიკური მარილი დაიყარა: წყნეთის, ბეთანიის, კოჯრის, წავკისის ცენტრალურ ქუჩებზე, წყნეთი-სამადლოს გზატკეცილზე, ასევე, ტაბახმელაში, შინდისში, კიკეთში, სოფელ ახალდაბასა და სოფელ დიდგორში. ამ დროისთვის თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო მოძრაობის შეფერხება არ ფიქსირდება.