„თბილისი მოლთან“ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით დაკავებულ რვა პირს სასამართლომ გირაო შეუფარდა. ისინი საპატიმროს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებენ. უფრო კონკრეტულად, გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილს, ირაკლი ტაბატაძეს, ირაკლი წიგნაძეს და ალექსანდრე გოგოლაძეს 5000 ლარიანი გირაო, ნიკოლოზ ქუმსიშვილს 4000-ლარიანი, ვასილ ელიავას და ნიკოლოზ კუტუბიძეს კი 3500-ლარიანი გირაო შეეფარდათ. გუშინდელ სასამართლო სხომაზე სიტყვის უფლებით სარგებლობისას ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ და მათ წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმე აღძრეს. საქმეზე პოლიტიკურ მხარეებს საკუთარი არგუმენტები აქვთ. სალომე ჯაფარიძე გაგვაცნობს თემის დეტალებს.