საქართველოს გზებზე უმძიმესი სტატისტიკა გვაქვს. მხოლოდ გასულ წელს ჩვენს ქვეყანაში ავტოავარიებით 444 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7 587 ადამიანი დაშავდა. და ესეც არის მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შემთხვევები. რაც შეეხება ადმინისტრაციული წესით გათვალისწინებულ ავტოსაგზაო შემთხვევებს, წინასწარი მონაცემებით, გასულ წელს 54 984 შემთხვევა დარეგისტრირდა. რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწევ მიზეზებს, ყველაზე ხშირად ეს არის დისტანციის არ დაცვა, საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა, ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, მოხვევის მანევრი და სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში.