ჯეიმს მაკკლირი - პუტინის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქი ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი მთავრობა სულ უფრო ავტორიტარული ხდება - Palitra News

ჯეიმს მაკკლირი - პუტინის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქი ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი მთავრობა სულ უფრო ავტორიტარული ხდება

2025-02-06 10:20:08+04:00

საქართველოში ვითარება უარესდება. პუტინის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქი ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი მთავრობა სულ უფრო ავტორიტარული ხდება, - მის შესახებ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ლიბერალ-დემოკრატი პოლიტიკოსი ჯეიმს მაკკლირი X-ზე წერს.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ დემოკრატიის მხარდამჭერ მომიტინგეებს და ჟურნალისტებს, მათ შორის ონლაინგამოცემების - „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს, მხარი უნდა დაუჭიროს.

„გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ უნდა იმოქმედოს იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს პროდემოკრატიულ მომიტინგეებს და ჟურნალისტებს, როგორიცაა ქალბატონი ამაღლობელი“, - წერს ბრიტანელი პარლამენტარი.