დიდი გეტსბი, მე-20-ე საუკუნეში მოღვაწე , ამერიკელი მწერლის, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის რომანია. წიგნის ორიგინალი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1925 წელს გამომცემლობა Charles Scribner's Sons-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა.
წიგნის მიხედვით მოქმედება ამერიკაში , ნიუ იორკის მახლობლად ლონგ-აილენდზე ვითარდება. წიგნის მთავარი გმირი ნიკ კარაუეია , რომელიც პირველ პირში მოგვითხრობს ისტორიას , სადაც მასთან ერთად მთავარი გმირი ასევე ამერიკელი მილიონერი , ჯეი გეტსბია , რომელიც წლების განმავლობაში ეძებს დაკარგულ საყვარელ ქალს. გეტსბის სჯერა ქალის ერთგულების , თუმცა როცა მას 5 წლის შემდეგ მიაგნებს იგი უკვე სხვისი მეუღლეა. ჯეი არაფერს იშურებს საყვარელი ქალის , დეიზის გულის მოსაგებად თუმცა მისი მცდელობა უშედეგოდ და ტრაგიკულად სრულდება.დიდი გეტსბის წერა ავტორმა ნიუ-იორკში დაიწყო და ევროპაში მოგზაურობისას , პარიზში დაასრულა. ფიცჯერალდი მასზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდა , თავდაპირველად რომანი არ სარგებლობდა პოპულარობით , გამოცემიდან ავტორის გარდაცვალებამდე მხოლოდ 24 000 ექზემპლიარი იყო გაყიდული.
რომანმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ამერიკელ ჯარისკაცებს უფასოდ დაურიგეს რომანის ასლები. ახლადმოპოვებული პოპულარობის გამო, ნაწარმოებმა ბევრი ყურადღება მიიქცია და მალევე დაიმკვიდრა ადგილი ამერიკულ პოპ კულტურაში.ფიცჯერალდის ნამუშევრები მიეკუთვნება „ჯაზის ეპოქას“, ტერმინს, რომელიც მან თვითონ გამოიგონა. ის ითვლება XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკელ მწერლად და 1920-იანი წლების „დაკარგული თაობის“ წევრად. მწერალმა სიცოცხლეში ოთხი რომანის დასრულება შეძლო, : „სამოთხის ამ მხარეს“, „ლამაზი და დაწყევლილი“, „ნაზია ღამე“ და მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, „დიდი გეტსბი“. მე-5, დაუსრულებელი რომანი, „ბოლო ტაიკუნის სიყვარული“, გამოქვეყნდა მისი სიკვდილის შემდეგ. ფიცჯერალდს ასევე დაწერილი აქვს ბევრი მოკლე მოთხრობა.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2020 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.