მამუკა ხაზარაძე - გახარიას პარტიის მიერ გავრცელებული ბანერი პირდაპირი კოპირებაა „ოცნების“ ცილისმწამებლური პროპაგანდის - ვიმედოვნებდი, ბოდიშს მაინც შემოგვითვლიდით - Palitra News

მამუკა ხაზარაძე - გახარიას პარტიის მიერ გავრცელებული ბანერი პირდაპირი კოპირებაა „ოცნების“ ცილისმწამებლური პროპაგანდის - ვიმედოვნებდი, ბოდიშს მაინც შემოგვითვლიდით

2025-02-06 09:59:58+04:00

გახარიას პარტიის მიერ გავრცელებული ბანერი პირდაპირი კოპირებაა „ოცნების“ ცილისმწამებლური პროპაგანდის - ვიმედოვნებდი, ბოდიშს მაინც შემოგვითვლიდით,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქზე“ წერს.

ხაზარაძე გახარიას პარტიის ქმედებას შეგნებულ თავდასხმას უწოდებს.

„გახარიას პარტიის გავრცელებული ბანერი პირდაპირი კოპირებაა „ოცნების“ ცილისმწამებლური პროპაგანდის, რომელსაც დიდი ხანია აწარმოებს ჩემი და „ლელოს“ წინააღმდეგ.