image

ბადრი ჯაფარიძე - „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკა მოკლა ქვეყანაში - ელჩებთან შეხვედრაზე საუბარი იყო შექმნილ ვითარებაზე, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდა დიქტატურა - ევროკავშირიდან უნდა ველოდოთ შესაბამის ნაბიჯებს

საუბარი იყო შექმნილ ვითარებაზე, რომ ქვეყანაში საბოლოოდ ჩამოყალიბდა დიქტატურა; რომ კანონის უზენაესობა მხოლოდ ფეხქვეშ კი არ არის გათელილი, არამედ, ხდება ტიპური დიქტატორული სტრუქტურების ჩამოყალიბება - ევროკავშირიდან უნდა ველოდოთ შესაბამის ნაბიჯებს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ოპოზიციისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ქონა და დიქტატურა შეუსაბამოა ერთმანეთთან.

„საუბარი იყო შექმნილ ვითარებაზე, რომ ქვეყანაში საბოლოოდ ჩამოყალიბდა დიქტატურა; რომ კანონის უზენაესობა მხოლოდ ფეხქვეშ კი არ არის გათელილი, არამედ ხდება ტიპური დიქტატორული სტრუქტურების ჩამოყალიბება. ამასთან იმაზე, რომ არის საპოლიციო დიქტატურა. ყველასთვის ცნობილია, რომ 60-ს გადასცდა პოლიტიკური პატიმრების რიცხვი.

ჩვენს მეგობარი ქვეყნების დიპლომატებთან ამაზე იყო საუბარი. ისინი, მათი დედაქალაქები ინფორმირებულები არიან. რა თქმა უნდა, ევროკავშირიდან უნდა ველოდოთ შესაბამის ნაბიჯებს იმიტომ, რომ კანდიდატი ქვეყანა და დიქტატურა - ეს არის შეუთავსებელი რამ. შეუძლებელია, ერთდროულად იყო კანდიდატი და მეორე მხრივ, იყო დიქტატორი ქვეყანაში.

კონკრეტულ ნაბიჯებზე მე ვერ ვისაუბრებ. ეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია. დეტალებზე საუბარს არ ვაპირებ“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ამასთან, როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკა მოკლა ქვეყანაში”.

„ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკა მოკლა ქვეყანაში. ახლა არის ერთპარტიული, ე.წ პარლამენტი, რომელიც ერთმანეთს ტაშს უკრავს. პოლიტიკური პროცესი მოკლა ქვეყანაში „ქართულმა ოცნებამ“. შესაბამისად, რაღაც კანონებსაც იღებენ 24 საათში. ეს გამიზნულია პროტესტის შესაჩერებლად. რა თქმა უნდა, ეს მშვიდობიან პროტესტს, წინააღმდეგობას ვერ შეაჩერებს. ადამიანები ქუჩაში გამოსულები არიან იმისთვის, რომ გადაარჩინონ ამ ქვეყნისა და თავისი ოჯახების მომავალი. ასეთი დრაკონული ნაბიჯები, ბრუტალური ანგარიშსწორება ადამიანებზე, მათი დაპატიმრება, ცხადია, პირიქით იწვევს პროტესტის გაძლიერებას. ეს ყველას უნდა ესმოდეს და უპირველესად, ივანიშვილს“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ახალი ამბები

ყველა

ბექა ლილუაშვილი - ადამიანები ადვოკატირებენ ოპოზიციურ ერთობას, თავისივე პარტიებსა და კოალიციებში კი ხ...

ბექა ლილუაშვილი - ადამიანები ადვოკატირებენ ოპოზიციურ ერთობას, თავისივე პარტიებსა და კოალიციებში კი ხდება დაშლა, ადამიანების გამოყოფა, ურთიერთდაპირისპირება და ერთმანეთის საპირისპირო პოლიტიკური გზავნილების საზოგადოებისთვის მიწოდება

თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, არ გამოიყენოს სტუდენტების...

თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, არ გამოიყენოს სტუდენტების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომა - სტატუსის შეწყვეტა

ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიან შეთანხმებაზე უკრაინის თანხმობის შემდეგ მსოფლიო ამჯერად რუსეთის პასუხის მო...

ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიან შეთანხმებაზე უკრაინის თანხმობის შემდეგ მსოფლიო ამჯერად რუსეთის პასუხის მოლოდინშია - რა გზავნილები აქვთ მსოფლიო ლიდერებს რუსეთის მიმართ და დათანხმდება თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას პუტინი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრებმა სამსახურიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელეების მხარდასაჭერი ხედვა ...

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრებმა სამსახურიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელეების მხარდასაჭერი ხედვა წარადგინეს - რას აცხადებენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები და რას ამბობენ თავად ის საჯარო მოხელეები, რომლებიც სამსახურიდან გაათავისუფლეს

ვიხილავთ თუ არა ოპოზიციური პარტიების მხრიდან ახალ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და კოალიციებს? - „ქართულ ...

ვიხილავთ თუ არა ოპოზიციური პარტიების მხრიდან ახალ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და კოალიციებს? - „ქართულ ოცნებაში“ ოპოზიციის ერთიანობასა და მათ შორის არსებულ აზრთა სხვადასხვაობას უკვე დაწერილი სცენარის ნაწილს უწოდებენ

კომენტარები: (0)
გააკეთე კომენტარი