დაანონსებული უკანონობა, რეპრესიები და ძალადობა - ასე აფასებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები „ქართული ოცნების მიერ “შემუშავებულ ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც მათ შორის მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე დახურულ სივრცეში აქციების ჩატარების აკრძალვასა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა თუ შეურაცხყოფისთვის, ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს. კანონში ცვლილებების შეტანას მმართველი პარტია დაჩქარებული წესით გეგმავს. უმრავლესობის ლიდერები აცხადებენ, რომ ქვეყანაში “გლობალური ომის პარტიის” თუ “დიფ სთეითის” წარმომადგენლების თარეში საბოლოოდ უნდა დასრულდეს.