თბილისში ქირა დაახლოებით 10%-ით გაიაფდა. „თიბისი კაპიტალის“ კვლევა ცხადყოფს. რომ გასული წლის დეკემბერში, თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 7%-ით გაიზარდა და წლის ბოლო თვის განმავლობაში დედაქალაქში 3 940 ბინა გაიყიდა. კვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში საშუალო გასაყიდი ფასი 1 223 დოლარს შეადგენდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის დეკემბერში ფასები წლიურად 1%-ით არის გაზრდილი. გასაყიდ ფასთან შედარებით, წლიურად შემცირებას აჩვენებს ქირის ფასი. კვლევის თანახმად, დეკემბერში 1 კვ.მ-ის საშუალო გასაქირავებელი თანხა 11.1 დოლარს შეადგენდა, რაც წლის ჭრილში ფასების 10%-იან კლებაზე მიანიშნებს.