ვლადიმერ ბოჟაძე - ევროკავშირის მხრიდან სანქციებს არ ველოდებით - ერთი ჯო უილსონის იმედად რომ არის მთელი ოპოზიცია, თავის „დიფ სთეითიან“, ნათესავებიანად, იმიტომაა მაგათი საქმე კარგად - Palitra News

ვლადიმერ ბოჟაძე - ევროკავშირის მხრიდან სანქციებს არ ველოდებით - ერთი ჯო უილსონის იმედად რომ არის მთელი ოპოზიცია, თავის „დიფ სთეითიან“, ნათესავებიანად, იმიტომაა მაგათი საქმე კარგად

2025-02-03 15:41:44+04:00

დიდი ბრიტანეთის შემდეგ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უისლონი ბიძინა ივანიშვლისა და მისი გარემოცვისა დასანქცირების მოწოდებით ამჯერად ევროკავშირს მიმართავს. მიზეზებს შორის კონგრესმენი ოქტომრის არჩვენების გაყალბებასა და აქციების დროს დემონსტრანტების სასტიკ დარბევას ასახელებს. თავად ცალკეული ევროპარლამენტარი აცხადებენ, რომ ევროკავშირმა საქართველოსადმი გაცილებით უფრო მკაცრი ნაბიჯები უნდა გადადგას ვიდრე საქართველოში დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ევროპაში მოგზაურობის აკრძალვაა. ვიდრე ამერიკელი თუ ევროპელი დიპლომატები კრიტიკულ გზავნილებს აჟღერებნ ქართული ოცნებაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის მხრიდან სანქციებს არ ელოდებიან.