ისრაელმა 183 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა - პალესტინელი პატიმრების ნაწილი დასავლეთ სანაპიროზე, ნაწილი კი, ღაზის სექტორში გადაიყვანეს. უკვე გათავისუფლებულია 3 ებრაელი მძევალიც. ამასთან, დღეს ღაზის სექტორისა და ეგვიპტის დამაკავშირებელი რაფაჰის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი გაიხსნა. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, რაფაჰის გადასასვლელის გავლით ღაზიდან ეგვიპტეში 50 პალესტინელი პაციენტი გადაიყვანეს.