რა შედეგს მოუტანს საქართველოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტა? - ამ თემაზე მსჯელობენ ქართული ოპოზიციის წევრები და ექსპერტები. მათი განცხადებით, „ქართული ოცნების“ ეს ნაბიჯი ქვეყნის ევროინტეგრაციაზე ნეგატიურად აისახება. ოპოზიციური პარტიების შეფასებით, ევროპული სტრუქტურების მიერ „ქართული ოცნება“ უნდა დასანქცირდეს, რადგან, როგორც თავად ამბობენ, ამით შესაძლებელი იქნება „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური ნაბიჯების აღმოფხვრა.