რუსეთის სარაკეტო იერიში ოდესაზე - უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად არიან დაშავებულები. სარაკეტო დაბომბვის სამიზნე ოდესის ისტორიული ცენტრი გახდა. ოდესის მერის განცხადებით, იუნესკოს დაცულ ტერიტორიაზე დიდი ზარალი და ნგრევაა, დაზიანებულია გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი შენობა. ოდესაზე რუსეთის თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა. მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ეს ბალისტიკური დარტყმა იყო და ახლა უკრაინა საჰაერო თავდაცვის განვითარებისთვის პარტნიორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.