უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაური, მამუკა მამულაშვილმა გამოეხმაურა სლოვაკეთის პრემიერის, რობერტ ფიცოს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ლეგიონი“ სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქციების ორგანიზებაში ჩართული. მამულაშვილის განცხადებით, ამ გზით ცდილობენ ლეგიონის დისკრედიტაციას, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ „ქართული ლეგიონი“ იდეოლოგიურად განწყობილი მებრძოლების ჯგუფია, რომელიც ეწინააღმდეგება დიქტატურას, რუსეთის იმპერიალიზმსა და ერთ-ერთი მოწინავე მტერია პუტინისთვის. როგორც „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა ჩვენი ტელეარხის გადაცემა “360 გრადუსში“ აღნიშნა, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რუსულ ტრადიციას გაჰყვა და დამნაშავეები სწორედ „ქართულ ლეგიონში“ ნახა.
ამასთან, მამულაშვილმა ისაუბრა „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, სლოვაკეთის მთავრობის მრჩეველი, ევროპარლამენტის წევრი, ერიკ კალინიაკი ფოტოს ავრცელებს, რომელზეც მამულაშვილი ჩანს სლოვაკეთში ანტისამთავრობო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორთან, ინიციატივის, „მშვიდობა უკრაინის“ წევრთამ, ლუცია შტასელოვასთან ერთად.
მამულაშვილი აცხადებს, რომ ის სლოვაკეთში წიგნის პრეზენტაციაზე იყო ჩასული, რომელიც 2 წლის წინ ჩატარდა და მასთან ერთად უამრავმა ადამიანმა გადაიღო ფოტო, რომელთა შორის იყვნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
რაც შეეხება ლუცია შტასელოვასთან გადაღებულ ფოტოს, როგორც მამულაშვილი აცხადებს, მან იცის ფოტოს შესახებ, თუმცა არ იცოდა, რომ ამ ფოტოს პოლიტიკოსთან ერთად იღებდა.