დაუწესებს თუ არა სანქციებს ბიძინა ივანიშვილს დიდი ბრიტანეთი - „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის დასანქცირებას ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გარდა კონგრესმენებიც მოითხოვენ. ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა და ბრიტანელმა კანონმდებელმა, ჯეიმს მაკკლირმა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უკვე მოუწოდეს. გარდა ამისა, ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოლოდინში არიან ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. მათი განცხადებით, მთელი მსოფლიო ხედავს საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების უკანონო ქმედებებს.