თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ, კერძოდ კი, სასამართლოში ჩვენებას 3 მოწმე დაიკითხება. ამასთან, დღეს ადვოკატმა გიორგი ბაჩიაშვილოსთვის შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების ნაწილობრივი შეცვლა მოითხოვა. კერძოდ კი, მისთვის პასპორტის დაბრუნება და საზღვრის კვეთის აკრძალვის მოხსნა. დააკმაყოფილა თუ არა მოსამართლემ შუამდგომლობა და რა განაცხადეს მხარეებმა.