ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო'ფლაჰერტი აცხადებს, რომ „ბათუმელებისა“ და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაპატიმრებით შეშფოთებულია და ის იმედს გამოთქამს, რომ ხელისუფლება სწრაფად იმოქმედებს. მისივე შეფასებით, ეს მხოლოდ თავისუფლებისა და პატიმრობის საკითხი არ არის – ეს სიცოცხლის და სიკვდილის საკითხია.