ბალტიისპირეთის სახელმწიფოების, გაერთიანებული სამეფოს და ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ უკვე ინდივიდუალური სანქციების რეჟიმს ჩეხეთის რესპუბლიკაც შეუერთდა. სამიზნე ამჯერად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება. მისი მოადგილე მირზა კეზევაძე და ვაჟა სირაძე. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ სანქციები ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული ქმედებების საპასუხოდ გაგრძელდება და საზოგადოება მმართველი პარტიის სრულ იზოლაციას იხილავს, სანქციები სამიზნე გუნდის წევრები კი კვლავ საერთაშორისო პოლიტიკური აქტორების მხრიდან შანტაშსა და უსაფუძვლო მუქარაძე საუბრობენ.