სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა აზერბაიჯანულენოვანი გაზეთის ,,გურჯისტანის“ და სომხურენოვანი გაზეთის ,,ვრასტანის“ ხელმძღვანელობასთან და რედაქციების თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა სტრატეგიულ პრიორიტეტს, რომელიც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების „მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომას ეხება. მინისტრმა აღნიშნა, რომ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, სახელმწიფო ენის ცოდნის გამოწვევების საპასუხოდ, მნიშვნელოვანი ამოცანაა მოსახლეობის მშობლიურ ენაზე ინფორმირება. არაქართულენოვანი გაზეთები „ვრასტანი“ და „გურჯისტანი“ სახელმწიფოს მხარდაჭერით გამოიცემა.