„გაიზარდა იმ ბიზნესების წილი, რომელიც პროდუქციაზე ფასის მატებას მომავალ 3 თვეში ვარაუდობს“ - ამის შესახებ ISET-ის კვლევაში ვკითხულობთ. ამავე კვლევის თანახმმად მიმდინარე წლის პირველი კვარტლისთვის ბიზნესს ნეგატიური მოლოდინები აქვს, რაც ბიზნესის განწყობის ინდექსის 8.8 პუნქტით შემცირებაში აისახა. ამავე კვლევის მიხედვით, ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება მომსახურების სექტორში დაფიქსირდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ BCI-ის უარყოფითი ცვლილება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და პესიმისტურმა მოლოდინებმა განაპირობა. მიმდინარე წლის პირველი კვარტლისთვის მოლოდინების მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა ასევე სოფლის მეურნეობის სექტორში. ამავე კვლევის თანახმად გაიზარდა იმ ბიზნესის წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში ვარაუდობს ფასის მატებას საკუთარ პროდუქტზე.