ისრაელსა და “ჰამასს“ შორის მოლაპარაკებების პირველ ეტაპზე გასათავისუფლებელი 26 მძევლიდან 8 დაღუპულია - მთავრობის პრესსპიკერმა, დევიდ მენსერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისრაელმა “ჰამასისგან“ მიიღო სია, რომელიც მოიცავს ინფორმაციას მძევლების სტატუსის შესახებ. მან დაადასტურა, რომ გადმოცემული სია ისრაელის დაზვერვის მონაცემებს ემთხვევა, თუმცა დაღუპულები მძევლების ვინაობა არ დაუსახელებია. განმარტა, რომ ოჯახები მათი ახლობლების მდგომარეობის შესახებ ინფორმირებული არიან.