ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში "ქართული ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას - საკითხი, გასაჩივრებულია, ანგარიშის მოსამზადებლად მონიტორინგის კომიტეტს 24-საათიანი ვადა აქვს. საჩივრის ავტორი შვედი დეპუტატი ბორიანა ობერგი საქართველოს პარლამენტს ერთპარტიულს უწოდებ, ს ბიძინა ივანიშვილს კი საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის დანგრევაში ადანაშაულებს. დარჩება თუ არა ქართული დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობის მიღმა საკითხი ოთხშაბათს კენჭისყრაზე გადაწყდება. მანამდე კი პოლიტიკური მხარეები საკუთარ ვარაუდებს გამოთქვამენ.