სტრასბურგში, ევროსაბჭოს გარდა საქართველოს საკითხი დღეს ყურადღების ცენტრში მოქცევა ბრიუსელში,სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები რამდენიმე საკითხს განიხილავენ. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის, ევროკავშირისა და აშშ-ის ურთიერთობების, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან ერთად კი დროს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსაც დაუთობენ. შეხვედრის დაწყებამდე გაჟღერებულ განცხადებებში ევროპელი დილომატები კვლავ საუბრობენ საქართველოში ხელახალი არჩევნების და პერსონალური სანქციების შესახებაც.