პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. ადვოკატი ახლა საქმის მასალებს უნდა გაეცნოს. გახარიას თანაგუნდელები იმედოვნებენ, რომ მნიშვნელოვანი მტკიცებულება - კამერების ჩანაწერების სახით სრულად გადაეცემათ. ბათუმში გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის თაობაზე ექსპრემიერის თანაგუნდელები ირწმუნებიან, რომ ეს იყო წინასწარ ორგანიზებული ჯგუფური თავდასხმა და ბიძინა ივანიშვილის მუქარის შესრულება, საპასუხოდ, “ქართული ოცნების” ლიდერები თავად გიორგი გახარიას მხრიდან წამოწყებულ ფიზიკურ დაპირისპირებაზე აპელირებენ.